სამეგრელოს რეგიონში, მეჩაიეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, პროექტ „ქართული ჩაის“ მიმდინარეობა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის ფორმატში გამართულ შეხვედრას, ფერმერებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების, დონორი ორგანიზაციების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.