მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა

მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა. ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროფესიული განათლებისა და გადამზადების საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც გურიის პროფესიულ კოლეჯში 2019 წლის სექტემბრიდან გაერო-ს განვითარების პროგრამისა და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.