ორგანიზაცია ი-ემ-სი-ს წარმომადგენელი და მალხაზ მაჩალიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობას შეხვდნენ.
მხარეებმა მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ხარვეზებზე, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე და საპარლამენტო კონტროლის სხვა შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მაჩალიკაშვილების ოჯახის უფლედამცველის განმარტებით, პარლამენტში მათ საკონსულტაციო ტიპის შეხვედრის მოთხოვნით ყველა ფრაქციას მიმართეს.