უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკური მდივანი და ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე, სისტემის გაჯანსაღებისათვის საჭირო საკითხებსა და ინსტიტუციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კონსულტაციები გრძელდება სხვადასხვა ჯგუფებთან, რათა შესაფერის კანდიდატზე ჩამოყალიბდნენ.