ბერლინალეს ფარგლებში, ქართული დელეგაცია უცხოელ კოლეგებთან შეხვედრებს აგრძელებს. რეჟისორებმა და პროდიუსერებმა დისკუსია გამართეს „ევრიმაჟის“ წარმომადგენელ ალექს ტრაილასთან. განიხილეს „ევრიმაჟის“ ახალ საკონკურსო პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი, რომელიც გულისხმობს სატელევიზიო სერიალების, თანამშრომლობით შექმნილი პროდუქციების მხარდაჭერას. ასევე შეხვდნენ საინფორმაციო ონლაინპორტალ „Film New Europe“-ის ხელმძღვანელს. მხარეებმა ასოციაციასთან – „გადაიღე ახალი ევროპა“ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. „ბერლინალეზე“ ქართული დელეგაცია შეხვდა შვედეთის კინოფონდის წარმომადგენელსაც.