„ბერლინალე“ - ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივა

ბერლინის კინოფესტივალის პარალელურად „ბერლინალეზე“ სხვადასხვა დროს წარდგენილი ქართული ფილმების ონლაინ რეტროსპექტივა იგეგმება. ჩვენება ორ ნაწილად, მარტისა და ივნისის თვეებში იგეგმება. რეტროსპექტივას გიორგი შენგელაიას ფილმი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ გახსნის. ასევე წარმოდგენილი იქნება თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე“ და ზაზა ხალვაშის „იქ ჩვენთან“. ფილმების ონლაინ ჩვენებები ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბში ყოველ შაბათს 22:00 საათზე გაიმართება.