„ბერლინალეს“ ფარგლებში, ქართული დელეგაცია „ევრიმაჟის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. განიხილეს „ევრიმაჟის“ ახალ პროგრამაში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება – საუბარია სერიალების ერთობლივი პროდუქციის საპილოტე პროგრამაზე. იმსჯელეს საქართველოდან გაგზავნილი პროექტების დაფინანსების პერსპექტივებზე და თბილისში „ევრიმაჟის“ წარმომადგენლობის ვიზიტზე.