პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც გიგია ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლებისგან მთავარი საფრთხე მოსყიდვა, ძალადობა და დაშინებაა, რომელიც საზიანოა დემოკრატიული პროცესისთვის. მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია საქართველოს მეგობრებმა და ეუთო/ოდირის წარმომადგენლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ.