საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები,- ამ საკითხებზე მსჯელობით განახლდა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა. აუდიენცია უკვე ერთი საათია მიმდინარეობს. საუბარი ასევე შეეხება საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის შესახებ გავრცელებულ ცნობას.