ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ოფიციალური თბილისის მხრიდან შეხვედრაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართვლოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი დაისვა. ასევე საუბარი შეეხო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა.