ერგნეთში ეუთო-სა და რუსულ მხარეს შორის შეხვედრა გაიმართა, ტექნიკურად ორგანიზება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გაუწია. მასში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეც მონაწილეობდა. ნიკა სიმონიშვილმა კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მოლაპარაკების დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა, მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა ატარებდა ჰუმანიტარულ ხასიათს და 2008 წელს დაკარგულ სამ ადამიანს შეეხებოდა.
ერგნეთში გუშინ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრაც გაიმართა.