ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კახეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის სიახლეები გააცნო.
თამარ გაბუნიას თქმით, გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად შეუძლიათ. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო 35 მედიკამენტი. მათი შეძენა ქვეყნის მასშტაბით, 118 აფთიაქშია შესაძლებელი. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, საპენსიო ასაკის მოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს.