სოფლის მეურნეობის მინისტრი მსხვილი სავაჭრო ქსელების, ასევე სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, სამომხმარებლო ბაზარზე პროდუქციის სტაბილური მიწოდების შენარჩუნების პარალელურად, კომპანიებმა იმოქმედონ სოციალური პასუხისმგებლობით, რათა არ მოხდეს ფასების უსაფუძვლო მატება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები კი ქვეყანაში სურსათის შეუფერხებელი მიწოდებისა და მარაგების შევსების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ, ასევე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტიორებთან კოორდინირებული მუშაობა.