კონკურენციის სააგენტოს განცხადება

იმპორტიორი კომპანიები და ბიზნესპარტნიორები რიგ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების მატებას პროგნოზირებენ.

მთავარი არგუმენტი ასეთია: ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებისა და იმპორტზე დამოკიდებულების გათვალისწონებით, ნედლეულის, პროდუქტების, მათ შორის მედიკამენტების ღირებულების ზრდას, კომპანიებში ლოგიკურად მიიჩნევენ. ამ ვარაუდებს კონკურნციის სააგენტო სპეციალური განცხდებით გამოეხმაურა. უწყება განმარტავს, რომ ეკონომიკურ აგენტებს შორის შეთანხმებამ, შესაძლოა კონკურენციის შეზღუდვა და ფასების ხელოვნურად ცვლილება გამოიწვიოს. თითქმის მთელი დღის განმავლობაში, სააგენტოს განცხადების ადრესატები, უწყებას ერთმანეთის მიყოლებით პასუხობენ და თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. უშუალოდ უწყებაში კი, დღეს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებიათ.

რა ბერკეტები აქვს კონკურენციის სააგენტოს და როგორ შეიძლება აისახოს მიმდინარე პროცესები სხვადასხვა პროდუქტის ფასზე, – თემაზე გვანცა გავაშელი მუშაობდა.

დატოვე კომენტარი