ეკონომიკის მინისტრი იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, პროდუქტის უწყვეტ მომარაგებაზე და ფასებზე, მსხვილ სადისტრიბუციო და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი საკვები და პირველადი საჭიროების პროდუქტების მარაგებსა და არსებული ფასების შენარჩუნების აუცილებლობას შეეხო. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყანაში საკვები პროდუქტების მიწოდების შეფერხება არ მოხდება.