რუსთავის მერი შეხვდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ელჩებს ნინო ლაცაბიძემ ქალაქის განვითარების გეგმა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმები გააცნო. მოგვიანებით დისკუსია გაიმართა ახალგაზრდებთან რუსთავის მედიათეკაში. ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოების ორგანიზებით, ღონისძიება სახელწოდებით – „მოძრავი საელჩოც“ მოეწყო.