ჭიათურაში, მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის გზები და კომპანიის შეთავაზება, რაც გულისხმობს ფინანსური აუდიტის ჩატარებას და თანამშრომლების მონაწილეობით სპეციალური კომისიის შექმნას. კომისიამ უნდა შეაფასოს თანამშრომელთა მოთხოვნები და კომპანიის მხრიდან ახალი სამუშაო ორგანიზების საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალი ტექნოლოგიებით მუშაობაზე და აღინიშნა, რომ ჭიათურის საწარმოებში სერიოზული ფინანსური კრიზისია, კომპანია კი მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. კრიზისის დასაძლევად კომპანია თანამშრომლებს ახალ სამუშაო გეგმაზე გადასვლა შესთავაზა, რასაც დასაქმებულთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.