ბიზნესისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ახალი პლატფორმა იქმნება. რესტორნების წარმომადგენლები მოემსახურებიან ისეთ მომხმარებლებს, რომლებიც იქნებიან აცრილები ან „პისიარ“ ტესტი ექნებათ გაკეთებული ბოლო 24 საათის მანძილზე. მათი სტატუსი კი, სწორედ ახალ ვებ გვერდზე გადამოწმდება. პრეზენტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.