აზიის განვითარების ბანკის სათავო ოფისში, ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წლის 2 – 5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე. ბანკის პრეზიდენტმა მინისტრს მადლობა გადაუხადა ღონისძიების მაღალ დონეზე მომზადებისა და დაგეგმვისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ ქვეყანაში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა.