უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე და ბექა ნაცვლიშვილი შეხვდნენ.
ბესელიას განცხადებით, ყველა მხარე თანხმდება, რომ მართლმსაჯულების რეფორმა უნდა გაგრძელდეს და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა მაღალი სტანდარტით უნდა მოხდეს.
დეპუტატის ინფორმაციით, მოსამართლეთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით ცვლილებების ერთი ვერსია იქნება წარდგენილი იმ პირების მხრიდან, ვინც წარდგენილ სიას მხარს არ უჭერს.