შეხვედრა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში

ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა. როგორც მედია წერს, ლავროვმა და ბლანარმა განიხილეს ის შესაძლებლობები, რომლებიც, შესაძლოა, გააჩინოს შვეიცარიაში სამშვიდობო სამიტის ჩატარებამ. მოგვიანებით შეხვედრას გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრიც და აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა „სლოვაკეთის სუვერენული და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მაგალითი“ იყო. ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის გამო, სერგეი ლავროვი ევროკავშირმა „შავ სიაში“ შეიყვანა. მას შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიდან მხოლოდ უნგრელ კოლეგას, პეტერ სიიარტოს შეხვდა.