„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, გამარჯვების საარჩევნო ოლქის მცხოვრებლებს შეხვდა. მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად ის პროექტები მიმოიხილა, რომელიც მოქმედმა ხელისუფლებამ განახორციელა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. იოსებ ხახალეიშვილი გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას მხარდაჭერას დაჰპირდა და საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები დეტალურად გააცნო.