„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. მმართველი გუნდის კანდიდატი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების: პატარა დმანისის, მაშავერას, დიდი დმანისისა და ვარდისუბნის მოსახლეობას შეხვდა. გოგი მეშველიანმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო.