შეხვედრა ამომრჩეველთან

მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებიდან“, შალვა კერესელიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას ის გეგმები გააცნო, რასაც გამარჯვების შემთხვევაში გუნდთან ერთად განახორციელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე განხორციელებულ პროექტებს და იმ პრობლემებს, რომელიც მოსაგვარებელია.