„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, პარტიის წევრებთან ერთად, სადგურის მეტროს მიმდებარედ მოსახლეობას 3 ოქტომბრის შეხვედრაზე მისასვლელად მოსაწვევები დაურიგა. ირმა ინაშვილის თქმით, აღნიშნული შეხვედრის მთავარი გზავნილი ქვეყანაში სიღარიბის დაძლევასა და სამართლიანობის დამკვიდრებას შეეხება. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განმარტებით, ის და თბილისის სხვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სხვადასხვა მეტროსადგურთან ყოველდღიურად იკრიბებიან და ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავენ.