გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად საკუთარ გეგმებზე ახალქალაქში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
შეკრებილებს ვიდეო ჩართვით ექს-პრეზიდენტ სააკაშვილმაც მიმართა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი – 1000, ხოლო პოლიციელის ხეფასი 2000 ლარამდე გაიზრდება.