სიმინდის მასივების მფლობელებს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს. ფერმერებს აბაშაში საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. სახელმწიფო შეწამვლით ღონისძიებებს დიდ საყანე ფართობებზე ჩაატარებს, თუმცა იქვე ითქვა, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ფერმერის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კულტურის სახლში გამართულ შეხვედრას პარლამენტის აგრარული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდნენ.