დღეს გახდება ცნობილი, შეიქმნება თუ არა სანქცირებული მოსამართლეების საკითხზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია. ოპოზიციონერი დეპუტატები ინიციატივის კენჭისყრაზე გატანას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავენ, თუმცა, ჯერ უცნობია, იქნება თუ არა დარბაზში ოპოზიციის მინიმუმ 50 წარმომადგენელი. სწორედ ამ რაოდენობის ხმებია საჭირო კომისიის შესაქმნელად. ოპოზიციის მობილიზება კითხვის ნიშნის ქვეშ წინა კვირაში განვითარებული მოვლენების გამო დადგა. გასულ კვირაში, 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტს კენჭისყრის დასანიშნად რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართა, თუმცა გაირკვა, რომ პოლონეთში ლევან ხაბეიშვილის და ანა წითლიძის ვიზიტის გამო, ოპოზიციას კომისიის შესაქმნელად ხმები აღარ ჰყოფნიდა.