უკვე ერთ თვეზე მეტია, ლიბიის დედაქალაქის აღებას ამბოხებული გენერალი, ხალიფა ჰაფთარი ცდილობს.
ტრიპოლის გარეუბნებთან საბრძოლო მოქმედებები არც მუსლიმთათვის წმინდა თვის, რამადანის დაწყების შემდეგ შეჩერებულა. ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყნისგან მხარდაჭერილი ამბოხებულები ლიბიის ხელისუფლებას „ტერორისტებს“ უწოდებენ.
დასავლეთის ქვეყნების მიერ აღიარებული ლიბიის მთავრობა კი, სამხედრო გადატრიალების საშიშროებაზე საუბრობს და პარტნიორებისგან ხალიფა ხაფთარზე ზეწოლას ითხოვს. პარალელურად ლიბიაში ჯიჰადისტური დაჯგუფებებიც აქტიურდებიან.