შეიარაღებული კონფლიქტი ლიბიაში

21:45, 17.04.2019

ლიბიის დედაქალაქის შემოგარენი ფრონტის ხაზად არის ქცეული.

ქვეყანაში სამხედრო დაპირისპირება ყოველდღიურად მწვავდება. ტრიპოლთან მიმდინარე შეტაკებებს ბოლო ორ კვირაში უკვე 200-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს მიერ მხარდაჭერილი მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა დაიწყო, რომელსაც დედაქალაქის დაკავება სურს.

ლიბიის მთავრობა გენერალს ომის დანაშაულში სდებს ბრალს და მასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამორიცხავს.

მსგავსი