3 სექტემბრიდან 5 სექტემბრის ჩათვლით, შეღავათიანი მედიკამენტებით 79 პენსიონერმა და შვიდმა შშმ პირმა ისარგებლა. ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის მიხედვით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე 50%-იანი შეღავათით სარგებლობენ აღნიშნული პირები. იმისთვის, რომ ბენეფიციარებმა აღნიშნული მედიკამენტები მიიღონ, უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრებში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას განცხადებით, სამინისტრო პროგრამის გაფართოებაზეც იმუშავებს.