„შეღავათიან აგროკრედიტს“ ახალი ქვეკომპონენტი დაემატა

სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატებით, წელს მეწარმეებსა და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესაძლებელობა გაუმარტივდათ.

დღეისათვის უკვე გაცემულია 69 აგროკრედიტი. ბენეფიციარმა შპს ალავერდმა, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში, 20 ჰა მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორის, გუთნის, კულტივატორის და საწამლი აპარატურის შესაძენად 115 000 ლარის ოდენობის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ აიღო.

კომპანიის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მენეჯერმა  დაათვალიერა.

„ერთიანი აგროპროექტი” გრძელვადიან განვითარებაზე გათვლილია და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.