თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება იწყება. ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მონაწილეებს დღეს მცხეთაში, პირველი ქვეითი ბრიგადის სასადილოში უმასპინძლა. პროექტი პირველ ივლისს დაიწყება.
სპეციალურად მოწყობილ საველე სამზარეულოში, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე არსებულ სასადილოებში მომუშავე მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი შეფები ჩაუტარებენ.