შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 20 წლისაა. თარიღთან დაკავშირებით, naec.ge საიუბილეო კონფერენციას მართავს. ცენტრის თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზაციაში მისი დაარსების დღიდან მუშაობენ, უკვე განხორციელებულ პროგრამებს აჯამებენ. დისკუსიის ფარგლებში, ახალი პროექტის პრეზენტაციაც გაიმართება. შეგახსენებთ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საქართველოში 2002 წელს დაფუძნდა და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამოცდის შეფასების ობიექტური სისტემის ჩამოყალიბებაში.