შეფასებები ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დილიდან პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ პროცესებში ყოფილი პრემიერის ჩართვა „ქართულ ოცნებაში” არსებულ შიდა დაპირისპირებას უკავშირდება. ამ კონტექსტში ოპოზიცია 2015 წელს გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს. ოპონენტები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც აკეთებენ აქცენტს. პარტიის სათავეში მისი დამფუძნებლის დაბრუნებას პოზიტიურად აფასებენ პოლიტოლოგები.

ექსპერტების ნაწილი გუნდის შიგნით გარკვეულ ცვლილებებს ელოდება.

არაერთგვაროვანი შეფასებები და პროგნოზები ანა ბროლაძემ მოისმინა.