თამარ ხულორდავა - „ქართული ოცნების“ მმართველობაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა გააძლიერებს პარტიას და ჩვენს პოზიციებს
თამარ ხულორდავა - „ქართული ოცნების“ მმართველობაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა გააძლიერებს პარტიას და ჩვენს პოზიციებს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ფიქრობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მმართველოში ჩართვა პარტიას გააძლიერებს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი მაღალი ნდობით სარგებლობს როგორც პარტიაში, ისე საზოგადოებაში.

„ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი. ის ძალიან მაღალი ნდობით სარგებლობს პარტიის შიგნით, ასევე საზოგადოებაში. ვფიქრობ, მისი შემოსვლა პოლიტიკაში და გააქტიურება, პარტიის მმართველობაში ჩართვა, გააძლიერებს პარტიას და ჩვენს პოზიციებს“, – აღნიშნა თამარ ხულორდავამ პირველ არხთან საუბრისას.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. „ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუდნისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.