„შავნაბადა“ ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების ფესტივალზე

ოთხი კონცერტი და დაუვიწყარი ქართული მრავალხმიანობა, რომელმაც ევროპელი მსმენელის გული კიდევ ერთხელ მოიგო.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკომენდაციით, ანსამბლი „შავნაბადა“ გერმანიაში ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა, სადაც ევროპული აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. პარალელურად, ანსამბლმა სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე არაერთი მოწვევა მიიღო, შესაბამისად, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მომავალშიც განაგრძობს.