იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკაშირებით კვლევა დაასრულა.
მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, პროექტი რომელითაც აზერბაიჯანული ელექტროენერგია საქართველოს გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს, პერსპექტიული და ეკონომიკურად განხორციელებადია. კვლევის ფარგლებში განისაზღვრა კაბელის ოპტიმალური შესაძლებლობები, პროექტის ღირებულების შეფასება და შემუშავდა მისი განხორციელების გეგმაც. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ენერგოსექტორის განვითარებას, ასევე გაიზრდება საქართველოს როლი, ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. პროექტის მომდევნო ეტაპი უკვე გარემოსა და სოციალური ზემოქმედების, ასევე ზღვის ფსკერის კვლევებს ითვალისწინებს. სამუშაოები 2025 წლიდან დაიწყება.