ეკონომიკური საბჭოს სხდომა

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციებზე იმსჯელეს, სადაც პრემიერის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ყველა შესაბამისი უწყება აქტიურად მუშაობს.

ასევე ისაუბრეს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტებიც განიხილეს. დისკუსიის თემა იყო 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები.