შავი ზღვის უნივერსიტეტის მოთხოვნა

შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი თამარ სანიკიძის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ გარდა ფინანსური ნაწილისა, რაიმე სხვა დარღვევებზე და შეუსაბამობაზე საუბარი არ ყოფილა.

რექტორი უმაღლესი სასწავლებლის მიმართ გამოყენებული სანქციის გაუქმებას მოითხოვს. ამ მოთხოვნას უერთდებიან სტუდენტებიც, რომლებიც ხვალ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებას აპელაციის გზით გაასაჩივრებენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.