საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების აკუსტიკურ კვლევასა და თევზის რესურსების შეფასებას, პირველად საქართველოს ისტორიაში სამეცნიერო კვლევითი გემი განახორციელებს. სამეცნიერო გემზე მომუშავე უცხოელ მეცნიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.
სამეცნიერო კვლევების ფარგლებში შესწავლილი იქნება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს სარეწაო რესურსების პოტენციალი, რაც ხელს შეუწყობს შავ ზღვაში თევზების კვოტირების განსაზღვრას, სწორ სარეწაო პროგნოზირებასა და მეთევზეობის განვითარებას.