განხილვის და კრიტიკის საგანია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრისა და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, სადაც იგი სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეს ეხმაურება. მის პოსტში ვკითხულობთ – „ შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან.“- წერს დარჩიაშვილი. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ეს პოსტი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არაევროპული და არაჰუმანური პოლიტიკით ხელმძღვანელობდა „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი მმართველობის პერიოდში.