შარლ მიშელის ვიზიტი დასრულდა

შარლ მიშელის ვიზიტი დასრულდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველო დილით დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ადგილზე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ბელგიასა და ლუქსემბურგის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

მოამბე