შარლ მიშელის განცხადება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. „ტელეფონით პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად საქართველოში არსებული სიტუაცია განვიხილე, რასაც მოჰყვა ზარი პრემიერ-მინისტრთან. გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, რომ გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ. მათ შორის დავეხმარო ყველა მხარეს ლეგიტიმური შეშფოთების გადასაჭრელად“, – წერს მიშელი.