საქართველოში ევროპის დღეებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ჩემი გზავნილი საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი ნათელია, ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს სურვილს კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ეს არის გზა ევროკავშირისა და ჩვენი საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც თქვენს ქვეყანას ევროკავშირი მხარს დაუჭერს“,- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.