ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

12:28, 10.05.2024

ევროპის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა პრეზიდენტის ინიციატივით ათონელის ქუჩაზე. შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები. პრეზიდენტის რეზიდენციის წინ  შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს სალომე ზურაბიშვილმა და ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის მნიშვნელობაზე. ღონისძიება კონცერტით დასრულდა.

მსგავსი