შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები-ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა. შალვა შავგულიძესთან ერთად მოქალაქეებს პარტიების ლიდერებმაც მიმართეს. სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა და თქვა, რომ არსებული რეალობა სწორედ ამ გზით უნდა შეცვალონ.
მხარდამჭერებს მიმართა თავად კანდიდატმაც, შალვა შავგულიძემ მოსახლეობის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზეც ისაუბრა. მან საპრეზიდენტო არჩევნებს სამარცხვინოდ ჩატარებული უწოდა და აღნიშნა, რომ ამას საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი შეფასებები მოჰყვა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ორი პარტიის წარმომადგენლებიც.