პოლიტიკური სპექტრი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.
ოპოზიციაში აკრიტიკებენ შალვა პაპუაშვილს და მიიჩნევენ, რომ უცხოური გავლენის ქვეშ სწორედ „ქართული ოცნებაა“ მოხვედრილი და ეს გავლენა მოდის რუსეთიდან. პარლამენტის სპიკერმა დღეს საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ცალკეული პოლიტიკოსები ქვეყნის შიდა ჩარევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამის მიზანი სავარაუდოდ ოპოზიციისთვის დღის წესრიგის შექმნაა.