„ქართულ ოცნებაში“ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადებებს მანიპულაციას და დეზინფორმაციას უწოდებენ. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მათი პროგნოზი გამართლდა და დადასტურდა, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებოდა. პაპუაშვილის თქმით, დეზინფორმაციის კამპანიაში ოპოზიციასთან და პრეზიდენტთან ერთად ჩართულია „ედისონ რისერჩიც“, რომელმაც, მისი მტკიცებით, ეგზიტპოლის შედეგები მიზანმიმართულად გააყალბა.
დეზინფორმაციისა და მანიპულაციის დასასრულებლად პარლამენტის თავმჯდომარე „სამართლიან არჩევნებს“ მოუწოდებს, ხმების პარალელური დათვლის შედეგების ანგარიში, რომელიც ცესკო-ს მონაცემებს ემთხვევა, დროულად გაასაჯაროოს. მისი თქმით, ISFED ანგარიშის გამოქვეყნებას აგვიანებს, რითაც 2020 წლის მსგავს სკანდალში ეხვევა.