შალვა ნათელაშვილმა არჩევნების სავალდებულო კვოტირების პირობებში ჩატარება სასქესო ორგანოების არჩევნებს შეადარა - „ლეიბორისტთა“ ლიდერის გამონათქვამის შეფასება პოლიტიკოსთა ნაწილს ეუხერხულა, ნაწილმა კი მის გამონათქვამზე სერიოზულად საუბარი არ ისურვა

საარჩევნო კოდექსში შესატან ერთ-ერთ სადავო ცვლილებას არაკორექტული სიტყვებით ეხმაურება „ლეიბორისტების“ ლიდერი.

გენდერულ კვოტირებაზე მმართველი გუნდის ინიციატივა შალვა ნათელაშვილმა ჯერ სოციალურ ქსელში, შემდეგ კი პრეს-კონფერენციაზე მწვავედ გააკრიტიკა და ხელისუფლება ქალების დისკრედიტაციასა და შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. თუმცა ლექსიკა, რომელიც მან საკუთარი პროტესტის გამოსახატად გამოიყენა, ოპოზიციისთვისაც კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

შალვა ნათელაშვილი, რომლის პარტიის ოფისში რამდენიმე თვის წინ ახალი ოპოზიციური ფორმატი ჩომოყალიბდა, საკუთარი სკანდალური გამონათქვამების გამო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე არაერთხელ მოექცა.